Friday, March 8, 2013

,,ვეფხისტყაოსანი" და მისი ილუსტრაციები


პროექტ-გაკვეთილის  სახელწოდება:
,,ვეფხისტყაოსანი  და მისი  ილუსტრაციები
პროექტის  მთავარი  იდეა: იდეა  დაიბადა  უშუალოდ  გაკვეთილზე  პოემის  ნაწილებისა  და  ირაკლი  ოჩიაურის  ილუსტრაციების  გაანალიზებისას. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებს  მოეძიებინათ  სხვა  მხატვრების  ნამუშევრებიც  და  უფრო  სიღრმისეულად  შეესწავლათ,  თუ  როგორი  ინტერესით  ასურათებდნენ  მხატვრები  ,,ვეფხისტყაოსანს".
  • პოემის,  როგორც  ჩვენი  საგანძურის, შესწავლა და  გააზრება,  მისი  როლი  ქართული (არამარტო) კულტურის  განვითარებაში.
  • მოძიება  და  მოგროვება  ,,ვეფხისტყაოსნისყველა  ილუსტრაციისა, მათი გაანალიზება,  შედარება  ძველი  და  ახალი  ნამუშევრებისა,  კომენტირება.
პროექტის  აქტუალობა:
,,ვეფხისტყაოსანი  ჩვენი  ერის  კულტურის  უკვდავი  ძეგლია,  იგი  გვეხმარება  ჩვენი  ეროვნული   იდენტობის  განსაზღვრაში,  ამიტომ საჭიროა  მისი  სიღრმისეული შესწავლა და  კავშირის  განსაზღვრა  ხელოვნების   სხვა დარგებთან.
პროექტის  მიზნები:
  • მოსწავლეთა  დაინტერესება.
  • კვლევის  უნარის  განვითარება.
  • მასალის  მოძიების,  დახარისხების,  კვალიფიკაციის  განსაზღვრა.
  • მომზადებული  მასალებისა  და  პრეზენტაციების  ჩვენება  სასკოლო  საზოგადოებისთვის.