გამოცემები

მიმოხილვა

         ,ვეფხისტყაოსანი მეთორმეტე  საუკუნის  ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული  ერთადერთი  პოემაა,  იგი  შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. ,,ვეფხისტყაოსანირთული ნაწარმოებია  სიუჟეტის  მხრივ; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილიარაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულიაპოემა მდიდარია პერსონაჟებით, ფაქტებით,  თავგადასავლებით,  დაწერილია  შაირის  სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით,  ძალიან  მდიდარია მხატვრული  ხერხებითა  და  საშუალებებით,  კეთილხმოვანია  და  საინტერესოდ  იკითხება.
 ჩვენამდე  არ მოუღწევია  ტექსტის პირვანდელ ვარიანტს; ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, მეთექვსმეტე  საუკუნით  თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც;   დღეს პოემის ეს დამატებული თავებივეფხისტყაოსნის გაგრძელებებისსახელითაა ცნობილი.
დღემდე მოღწეულია ,,ვეფხისტყაოსნის"  160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად  1712  წელს  ვახტანგ  მეექვსის   მიერ გამოიცა. ,,ვეფხისტყაოსნის" ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით, სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
შუა  საუკუნეებშიცა  და შემდეგ დროშიც ,,ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული  ლიტერატურის  თვითმყოფადობის საკითხებში; ,,ვეფხისტყაოსანიქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად  ითვლება.   მიუხედავად ამისა,  შუა  საუკუნეებში  ,, ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა  ქართველ  ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ,,ვეფხისტყაოსანი მსოფლიო  ლიტერატურის  ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

ნინო  ბოლოთაშვილი




ხელნაწერები და ბეჭდური გამოცემები

დღემდე მოღწეულია ,,ვეფხისტყაოსნის"  160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი, მათ შორის არის ფრაგმენტებიც. უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა  თავაქალაშვილს და 1646  წლით თარიღდება. თავაქალაშვილისეულ ,,ვეფხისტყაოსნის"  ნუსხას წინ უსწრებს რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის მათ შორის XIV,  XV  და XVI საუკუნეების  მინაწერები, მათ შორისაა  ვანის  ქვაბების   ცნობილი წარწერები.   XIII-XV  საუკუნეებიდან   არ მოიპოვება არც  ერთი სრული ხელნაწერი, უფრო გვიან ნუსხებში კი ტექსტი მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული. ძველი ხელნაწერების განადგურების მიზეზად მიიჩნევა როგორც  XIII   საუკუნის   შემდეგ დაწყებულიმონღოლთა  ბატონობა  საქართველოში, ასევე, უფრო მოგვიანებით, ,,ვეფხისტყაოსნის" დევნა. აღსანიშნავია, რომ XIX  საუკუნისთვის  ჯერ კიდევ ცნობილი იყო XV  საუკუნის   რამდენიმე ნუსხა, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლება.

გარდა  მამუკა  თავაქალაშვილისეული  ,,ვეფხისტყაოსნისა",  XVII   საუკუნის  60-იანი წლებით თარიღდება და ერთ-ერთი უძველესია  იოსებ  თბილელის   მიერ გადაწერილი . . „ზაზასეული ვეფხისტყაოსანი
 კალიგრაფიულად და გაფორმებით ერთ-ერთი გამორჩეულია 1680  წელს   ბეგთაბეგ ავთანდილის ძე მარტიროზაშვილის გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი" („ბეგთაბეგისეული ნუსხა“).   . . „ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსნისერთ-ერთი  ნუსხა გამორჩეულია გაფორმებით; თითოეულ გვერდს ამკობს ოქრომელნით შესრულებული ჩარჩო, რომლის ორნამენტებიც ყოველ გვერდზე განსხვავებულია.
     აღსანიშნავია ასევე პაპუნა ბებურიშვილისეული ხელნაწერი (გადამწერი უცნობია). XVII  საუკუნეშია   შესრულებული . . „თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსანი“, რომელიც დღეს  ოქსფორდში   ინახება. ხელნაწერთა  ინსტიტუტის  საცავებში დაცულია ასევე  სულხან-საბა  ორბელიანის  ხელით ნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი" და  XVIII საუკუნის   ნუსხა, რომელიცწერეთლისეული ვეფხისტყაოსნისსახელწოდებითაა ცნობილი. წერეთლისეული ,,ვეფხისტყაოსანიგამორჩეულია მინიატიურების სიმრავლით.    ,,ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე ხელნაწერი შესრულებულია XIX  საუკუნეშიც.
სტამბურად  ,,ვეფხისტყაოსანი"  პირველად 1712  წელს  ვახტანგ  მეექვსის  რედაქციითა და კომენტარებით დაიბეჭდაეს გამოცემა დღესვახტანგის რედაქციისსახელითაა ცნობილივახტანგისეული რედაქციის ტექსტი ხელნაწერებთან შედარებით გამოირჩევა სიმოკლითტექსტიდან ამოღებულია ძირითადად პოემის ბოლო თავები, რომლებიც ინტერპროლატორთა დამატებებად მიიჩნევა. ერთი პერიოდი მკვლევართა ერთი ნაწილი ვახტანგის რედაქციას თვლიდა კრიტიკულ გამოცემად, მკვლევართა მეორე ნაწილის მოსაზრებით კი ვახტანგის გამოცემა თითქოს უცვლელად იმეორებს რომელიღაც (აწ დაკარგული) ძველი ხელნაწერის ტექსტს. მოგვიანებით აკაკი  შანიძემ   დაამტკიცა, რომ ვახტანგის გამოცემა კრიტიკულია და, შესაბამისად, ვახტანგმა ვრცელი ხელნაწერი რედაქციიდან დაბეჭდა პოემის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მან უტყუარად მიიჩნია   შოთა  რუსთაველის  დაწერილად.
,,ვეფხისტყაოსანიბეჭდურად მეორედ პეტერბურგში  1841  წელს  მარი  ბროსეს, ზაქარია ფალავანდიშვილისა და  დავით  ჩუბინაშვილის რედაქციით გამოიცა; ეს გამოცემა, ჩვეულებრივ, „ბროსეს გამოცემისსახელითაა ცნობილი.  ,, ვეფხისტყაოსნის" ვახტანგისეულმა და ბროსეს გამოცემებმა საფუძველი ჩაუყარეს ,,ვეფხისტყაოსნის"  მოკლე რედაქციას. შემდეგდროინდელი გამოცემები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძირითადად მათ ემყარება.  XX   საუკუნეში   რამდენჯერმე გამოქვეყნდა პოემის ვრცელი ვერსიაც.   1937წელს,   ,,ვეფხისტყაოსნის"  750 წლისთავის აღსანიშნავად გამოიცა პირველი საიუბილეო გამოცემა, რომელიც შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაიბეჭდა მცირე შესწორებებით.
არსებობს  ძალიან  საინტერესო  სასკოლო  ,,ვეფხისტყაოსანი"  ნ.  ნათაძის  რედაქციით.



ნიკოლოზ  ჯანაშვილი


No comments:

Post a Comment