რეფერატები

რეფერატები
,,ვეფხისტყაოსნის“   გამგრძელებლები
,,ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტიდან ზოგიერთი სტროფი, რამდენიმე თავი  არ  ითვლება  შოთა რუსთაველის დაწერილადზოგ  გამოცემაში პოემის ეს ნაწილები ამოღებულია, თუმცა ,,ვეფხისტყაოსნის”  შუა  საუკუნეების  ხელნაწერებში ისინი შენარჩუნებულია. ,,ვეფხისტყაოსნის” გამგრძელებლები ძირითადად ბოლოში  უმატებდნენ  სტროფებსა და ახალ თავებს პოემას   და ამგვარად აგრძელებდნენ ამბავს. ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებთან შედარებით ხელნაწერებს ბოლოში დამატებული აქვს რუსთველის გამგრძელებლების მიერ შეთხზული რამდენიმე თავი, მათ შორის ინდო-ხატაელთა ამბავი, ხვარაზმელთა ამბავი და გმირთა სიკვდილის ამბავი
 პირველ მათგანში მოთხრობილია, თუ როგორ დაესხა თავს ხატაელთა ლაშქარი ინდოეთს და როგორ გადაარჩინეს უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა ტარიელმა და მისმა ძმადნაფიცებმა. ინდო-ხატაელტა ამბავს მოსდევს ხვარაზმელთა ამბავი, რომელიც გადმოგვცემს ინდოეთში ტარიელის ავადმყოფობის შემდეგ შემოჭრილ ხატაელთა ჯარს, ბრძოლას, მათ დამარცხებას ავთანდილისა და ფრიდონის მიერ და ტარიელის განკურნებას. ამ ორ ამბავს მოსდევს გმირთა სიკვდილის ამბავი, სადაც მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის გარდაცვალება და ფრიდონის მიერ მათი დატირება. ამ ყველაფერს ასრულებს ეპილოგი, რომლის ზოგიერთი სტროფიც ასევე ,,ვეფხისტყაოსნის” გამგრძელებლებს ეკუთვნით (მათ შორისვინმე მესხ მელექსეს“).
გარდა მთლიანი თავებისა, ,,ვეფხისტყაოსნის” გამგრძელებლები პოემის ძირითად ტექსტშიც ურთავდნენ ცალკეულ სტროფებს. ამგვარად ზოგჯერ იქმნებოდა ერთი და იმავე სტროფის ორი ვარიანტი; მაგალითად, ცნობილ სტროფსიყო არაბეთს როსტევან...“ მოეპოვება შემდეგი ვარიანტული ტექსტი:
იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი.
მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა, მართ ვითა შანშეს ანისი,
უძრწის და მონებს ყოველი, ვისთა აქვსთ მტერთ საბრძანისი.
თქვეს, თუ: ხამს ხმელთა პატრონად ან ალექსანდრე, ან ისი.
შემდგომ დროში ჩამატებული სტროფები მოიპოვება ასევე პროლოგშიც. აღსანიშნავია, რომ ეს სტროფები და გაგრძელებები შუა  საუკუნეებში  პოემის  განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, რომ ლიტერატურულ წრეებს კარგად სცოდნიათ გამგრძელებლების მიერ ჩართული და დამატებული სტროფების არსებობის შესახებ.  თეიმურაზ  I თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაშიშოთას მიმართავს:
ერთი ამბავი აიწყე, ბოლოც სხვათ შეგითავესო.
ერთ-ერთი ამ შემთავებლის სახელს თეიმურაზი  პირდაპირ ასახელებსნანუჩა. თეიმურაზი ნანუჩას ათვალწუნებით უყურებს და დასცინის, თუმცა, როგორც ირკვევა, ინტერპოლატორობა (ყალბისმქნელობა) საზოგადოებაში მოწონებული იყო.  მეჩვიდმეტე  საუკუნის I ნახევრის პოეტი  მამუკა  თავაქალაშვილი, ნანუჩას, იგივე მანუჩარსტკბილი სიტყვების მხმობელსუწოდებს და მას  მეთორმეტე  საუკუნის ქართველი კლასიკოსების გვერდით აყენებს. დღეისათვის ცნობილია, რომ ,,ვეფხისტყაოსანშინანუჩას გარდა საკუთარი ნამშევარი სხვადასხვა დროს ჩაურთავთ ვინმე მესხ მელექსეს, იოსებ  თბილელის , გიორგი  თუმანიშვილსა  და სხვებს.
,,ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი გამგრძელებელია მეჩვიდმეტე  საუკუნის  ქართველი მწერალი ქაიხოსრო  ჩოლოყაშვილი.  მას ეკუთვნის ,,ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებების გაგრძელება —,,ომანიანი”,  რომელშიც მოთხრობილია ტარიელის შვილის, სარიდანისა და ავთანდილის ასულის შეუღლების შედეგად დაბადებული ახალი გმირის, ომაინის ამბავი.
გამოყენებულია  მასალები  ვიკიპედიიდან.

ანი  ნასრაშვილი


,,ვეფხისტყაოსნის  ილუსტრატორები

შოთა რუსთაველმა გენიალური პოემა ,,ვეფხისტყაოსანი’’  მე-12 საუკუნეში შექმნა. იგი   ყველა ქართველის  სანუკვარი  წიგნია და მსოფლიო  შედევრად  ითვლება.
პოემის  დასურათების  მცდელობის  კვალი  ადრეულ  საუკუნეებში  იკარგება.  იგი  ყოველთვის  იყო  ხელოვანთა  ინტერესის  საგანი.  ჩვენ  მხოლოდ  მცირე  ნაწილი  მოვიძიეთ  და  შევისწავლეთ.  გთავაზობთ  ამ  მასალას:
1634 წელს ოდიშის  მთავარმა ლევან დადიანმა  ტყვედ  ჩაიგდო  იმერეთის მეფის მდივანი, პოეტი, მხატვარი და მწიგნობარი მამუკა თავაქარაშვილი. ამის შემდეგ ის მოღვაწეობდა  ლევან დადიანთან. მან შექმნა მრავალი თხზულების ხელნაწერი და ილუსტრაცია, მათ შორის ფირდოუსის ,,როსტომიანი’’. 1648 წელს მან გადაწერა და დაასურათა ,,ვეფხისტყაოსანი’’. მის მიერ ილუსტრირებული პოემა 1992 წელს გამოსცა გამომცემლობა ,,მერანმა’’.
უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი (1827-1906)  ცნობილ ტილოებთან  ერთად ასურათებდა წიგნებს.  1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა და ინტელიგენციის თხოვნით  დაიწყო ,,ვეფხიტყაოსნის’’ ილუსტრაციებზე მუშაობა.  შეუკვეთეს  14  სურათი,  მან  შექმნა  34. გამოცემისთვის შეირჩა  27. ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის გამორჩეული მხატვარია. მან მოხატა თბილისში ქაშუეთის საკურთხეველი. მისი გამორჩეული ნახატებია: ,,ფრესკის ღიმილი’’,  ,,ანანო ყვავილებით’’ და ,,თამარ ციციშვილის’’ პორტრეტი. მან ილუსტრაციები შეასრულა 1963 წელს გამოცემული საიუბილეო ,,ვეფხისტყაოსნისთვის’’.
სერგო ქობულაძემ 1937 წელს ,,ვეფხისტყაოსნის’’ საიუბილეო გამოცემისთვის შექმნა ილუსტრაციები. მის მიერ შექმნილმა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ილუსტრაციებმა მხატვარს უდიდესი გრაფიკოსის სახელი დაუმკვიდრა როგორც საქართველოში, ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირში. ეს სერია ტრეტიაკოვის გალერეის ექსპოზიციაში შევიდა, მრავალგზის გამოიცა და დღესაც რუსთაველის პოემის საუკეთესო ილუსტრაციებად ითვლება.
თამარ აბაკელია (1905-1953)  იყო ნიკოლაძის და კანდელაკის მოწაფე. 1938 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. გააფორმა სპეკტაკლები და კინოფილმები. 1930 წელს დაასურათა ,,ვეფხისტყაოსანი’’. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ირაკლი თოიძე დაიბადა 1902 წლის 14 მარტს თბილისში. მისი, როგორც მხატვრისა და შემოქმედის  ჩამოყალიბებაზე  დიდი გავლენა იქონია მამამისმა.  ირაკლი თოიძე 1931 წლიდან მოსკოვში  გადავიდა საცხოვრებლად. ამის მიუხედავად მას კავშირი სამშობლოსთან არ გაუწყვეტია.   იგი რეგულარულად მონაწილეობდა  რესპუბლიკურ გამოფენებში.  მის მიერ 1937 წელსვეფხისტყაოსნისსაიუბილეო გამოცემისათვის შესრულებული ილუსტრაციები დღესაც  ერთ-ერთი საუკეთესოა ქართული წიგნის გარფიკაში.
ლევან ცუცქირიძე დაიბადა ხაშურში 1926 წელს.  ის იყო ფერმწერი, გრაფიკოსი  და  პედაგოგი,  ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და პროფესორი.  1960-იანი წლების შუა ხანებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები  ვეფხისტყაოსნისთვის“.
უჩა ჯაფარიძე ცნობილი ქართველი ფერმწერია. მისი  მასწავლებლები იყვნენ:   დავით კაკაბაძე  და  ლადო გუდიაშვილი.   მან  შექმნა ,,ვეფხისტყაოსნის’’ გრაფიკული ნამუშევრები.
ნათელა იანქოშვილი (1918-1943) პორტრეტებისა და  პეიზაჟების  მხატვარია. მისი ცნობილი ნახატებია   ,,ნინო ჭავჭავაძე’’,   ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი’’,  ,,ანა კალანდაძე’’.   1964-1966 წლებში  მან დაასურათა ,,ვეფხისტყაოსანი’’.
რუსუდან   ფეტვიაშვილი   1968 წლის 25 იანვარს დაიბადა თბილისში. პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში ჰქონდა.  8 წლისას  უკვე  ორჯერ  ჰქონდა  თავისი ნახატები მოსკოვში გამოფენილი,  13 წლისას კი პარიზში, საფრანგეთში. მისი მოხატულია სამების ტაძარში დაბრძანებული სახარებაც. შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში:  “XX საუკუნის 2000 გამოჩენილი ადამიანი”.  მან 1974 წელს შექმნა  ,,ვეფხიტყაოსნის’’ ილუსტრაციები ფრანგული გამოცემისთვის  ილია  ii-ის კურთხევით.
,,მე შევქმენი ჩემეული ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი...’’ ამბობს ახალგაზრდა მხატვარი დავიდ მაჭავარიანი, რომელიც მუშაობს წიგნის ილუსტრაციაზე, აკეთებს გრაფიკულ დიზაინს და კინოსა და ანიმაციის მხატვრობას. 2011 წელს მან დაასრულა ,,ვეფხისტყაოსანის’’ ილუსტრირება, შეასრულა 31 ნახატი.

ინფორმაცია  მოძიებულია  ვიკიპედიაში. 
თამარ  ჭიღიტაშვილი






    No comments:

    Post a Comment