ანგარიში

ღონისძიების დასახელება
პროექტი   ,,ვეფხისტყაოსანი  და  მისი  ილუსტრაციები“
  • ზემო  მაჩხაანის  საჯარო  სკოლა
  • სასწავლო  პროექტის  განხორციელება - 2013-2014  წელი;
  •  მიმდინარეობდა  ზემო  მაჩხაანის  საჯარო  სკოლაში;   
  • პროექტის  ხანგრძლივობა  3  კვირა;  
  • დასრულდა  და  პრეზენტაცია  გაიმართა   10  თებერვალს;
მიზანი და ამოცანები
o   მოსწავლეთა  დაინტერესება.
o   შოთა  რუსთაველისა  და  მისი  პოემის  შესწავლა, კიდევ  უფრო  ღრმად  გააზრება,  ილუსტრატორების  ნამუშევრების  გაცნობა.
o   კვლევის  უნარის  განვითარება.
o   პრეზენტირების  უნარის  სრულყოფა.
რეზიუმე
     მერვე  კლასში   ისწავლება  ,,ვეფხისტყაოსნის“  ფრაგმენტები,  პარალელურად   მოცემულია  მხატვარ  ირაკლი  ოჩიაურის  ნამუშევრები  პეომის  სხვადასხვა ეპიზოდის  მიხედვით.   მოსწავლეებს  შევთავაზე, მოეძიებინათ სხვა ილუსტრატორების  ნამუშევრები  და  გამოგვეკვლია,  საუკუნეების  განმავლობაში  როგორი  ინტერესით  ასურათებდნენ  ქართველი  თუ  არაქართველი  მხატვრები ,,ვეფხისტყაოსანს“,  რა  მიმართება  იყო  ტექსტსა  და  ილუსტრაციებს  შორის,   ერთსა  და  იმავე  მოვლენას  როგორ  ხედავდა  პოეტი  და  როგორ  მხატვარი  და  ასე  შემდეგ.  მოსწავლეები  ხალისით  ჩაერთნენ  საქმიანობაში  და  მოამზადეს   უამრავი  მასალა.  დავწერეთ  პროექტის  გეგმა  და   დავიწყეთ  აქტიური  მუშაობა.    მუშაობის  ამსახველი  მასალა   წარმოდგენილია  ბლოგზე  mkochaishvili8.blogspot.com  
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
      ვფიქრობ,  ეს  ღონისძიება  უმნიშვნელოვანესი  იყო  მოსწავლეებისთვის.  მათ  ისწავლეს  მასალის  მოძიება,  უამრავი  ინფორმაციიდან   საჭირო  და  მნიშვნელოვანის  გამორჩევა  და  დახარისხება,  მონაცემთა  შედარება,  გაანალიზება,  რეზიუმირება.     განსაკუთრებული  ინტერესით  ბლოგზე  და   სხვადასხვა  ონლაინპროგრამაზე  მუშაობდნენ.    შევთავაზე  მრავალფეროვანი     პროგრამები  სლაიდშოიებისა  და  ელექტრონული  წიგნების,  აგრაეთვე  სხვა საინტერესო  რესურსების  მოსამზადებლად. 
პროექტზე  მუშაობამ  მაჩვენა,  რომ  მოსწავლეები  ნებისმიერ  სწორად  შეთავაზებულ  დავალებას  აქტიურად  ეხმიანებიან და  ხალისით  ერთვებიან.
ამ  პროექტის  პარალელურად  არაერთ  საინტერესო  თემაზე  ვმუშაობთ.
ხელმოწერა:  მანანა  ყოჩიაშვილი

01.06. 2014  წელი


                               ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე
შინაარსობრივი სამუშაო
მოვაგვარეთ:
      მოცემულ ვადაში ჩვენ  დაგეგმილ   სამუშაოს წარმატებით გავართვით თავი:
 მოვაგროვეთ  მასალა  ბიბლიოთეკიდან,  სადაც  მრავლად  აღმოჩნდა  ,,ვეფხისტყაოსნის“   სხვადასხვა  ილუსტრირებული  გამოცემა,  ინტერნეტიდან გადმოვწერეთ  ასევე  მრავალი  ილუსტრატორის  ნამუშევარი,  დავახარისხეთ.  გაიმართა  დისკუსიები.
წავაწყდით დაბრკოლებებს:
     მუშაობის  დრო   შეგვექმნა გარკვეული  სიძნელეები:  ხშირად   ელექრომომარაგება  სკოლაში  წყდებოდა,  ხანდახან  დენი  ისეთი  სუსტი  იყო,  კომპიუტერებს  ვერ  ვიყენებდით.  მუშაობის  დროს   ხელს  გვიშლიდა  ნელი  ინტერნეტი,  სურათების  გადმოტვირთვას  ძლივს  ვახერხებდით.  მოსწავლეები  რამდენიმე  კვირის  განმავლობაში   იწერდნენ  და  ახარისხებდნენ  მასალას,   რაც  საკმაოდ  შრომატევადიც  იყო  და  დროშიც  გაიწელა.
ამისთვის  ჩვენ  დაგვჭირდა  სხვა  კლასის  მოსწავლეთა   ჩართულობა,  დაგვეხმარნენ  მეათე  კლასის  მოსწავლეები,  მშობლები.  (საჭიროების  დროს  ოჯახებს  გვითმობდნენ  ინტერნეტის  გამოყენების  მიზნით).
საქმიანობაში  ჩაერთო  თითქმის  მთელი  სკოლა.  მოსწავლეებთან  ერთად  მონაწილეობა  მიიღეს  მასწავლებლებმაც.
ჯგუფში თანამშრომლობა:
      პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში წამოიჭრა შემდეგი პრობლემები:   თავდაპირველად  იყო  გაუგებრობა,  ხმაური,  საკუთარი  მოსაზრების  ჯიუტად  გატანის  მცდელობა.
პრობლემების გადაჭრას შემდეგნაირად შევეცადეთ:
გადავანაწილეთ  პასუხისმგებლობები,  ავირჩიეთ  ლიდერები  იმის  მიხედვით,  ვინ  რა  ხარისხით  შეასრულა  დავალება. ავირჩიეთ  მეთვალყურე,  რომელიც  აკონტროლებდა  ჩართულობის  ხარისხს  და  აქტიურობას,  აგრეთვე  მასალის  რაოდენობას  და  მრავალფეროვნებას.
პრობლემა ამით:
v  მოგვარდა
v  არ  მოგვარდა

საჭიროებები:
ჩვენ გვესაჭიროება:
პრეზენტაციის  მოსაწყობად  პროექტორი.
სიგელების  დასამზადებლად  ფერადი  პრინტერი.




პროექტის რეფლექსია
პროექტის  რეფლექსიის  მიზნით  google-ის  ფორმების  გამოყენებით  შევადგინე   კითხვარი,  მოსწავლეებს  ვთხოვე,  შეევსოთ  ისინი.
 მოსწავლეთა თვითშეფასება
 პროექტის შეფასების კითხვარი
წარმოგიდგენთ   რამდენიმე  მოსწავლის  თვითშეფასებისა  და  პროექტის  შეფასების     ნიმუშს
მოსწავლის  თვითშეფასება  
სახელი, გვარინინო  ბოლოთაშვილი
რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა?
-მომეწონა  და  დამაინტერესა.. ვფიქრობდი, რომ  ბევრს  ვისწავლიდი.
1. რა შეცდომები დავუშვი და რა მასწავლა   ამან?
-თავიდან  ყველაფერს  სტიქიურად   ვაკეთებდი,   ამიტომ  გამიჭირდა  მასალის  დახარისხება.  
 2. რა ვისწავლე?
 -დამოუკიდებელი  მუშაობა.
 3. რა იყოჩვეულებრივიგაკვეთილისაგან განსხვევებული?
- მეტი თავისუფლება  და  დროში  შეუზღუდაობა.
 4. როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა?
-ნორმალურად.
 5. რამდენად მივაღწიეთ პროექტის მიზანს?
-ჩე  ცოდნა  გამდიდრდა  ამ  საკითხზე.
  6. რა მომეწონა ყველაზე მეტად?

-სკოლის  გარეთ,  ბიბლიოთეკაში  მუშაობა,  ასევე  სლაიდშოუების  მომზადება. 
 7. რას გავითვალისწინებ შემდეგ პროექტზე მუშაობის პროცესში?
-წინასწარ  დავგეგმავ  ყველა  წვრილმანს  და  დროს  გავანაწილებ  სწორადბევრ  მასალას  შევაგროვებრომ  იქიდან  საჭირო  ინფორმაცია  ადვილად  ამოვიღო.


პროექტის შეფასების კითხვარი

პროექტის დასახელება: ,,ვეფხისტყაოსანი“  და  მისი  ილუსტრაციები
პროექტზე მუშაობის ვადები:
ჯგუფი:
იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა  გავარკვიო,  როგორ შეაფასებდით   პროექტზე  მუშაობას.
(ერთ-ერთი  მოწავლის  ნიმუში)

ნიკოლოზ  ჯანაშვილი
1.      როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე  ახალი ისწავლე?
) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
) მე ახალი ვისწავლე;
) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
) მე არაფერი მისწავლია ახალი.

         როგორ  ფიქრობ,   ამ პროექტზე მუშაობით შენი   ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა?
) ბევრად უკეთესი  გახდა;
) უკეთესი  გახდა;
) დარჩა ისეთივე როგორიც იყო;
) ურთიერთობა გაუარესდა;

3.      შენთვის ნათელი იყო, საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად და  შედეგის მისაღწევად?
) სრულიად ნათელი იყო;
) ძირითადად ნათელი იყო;
) ნაკლებად იყო ნათელი;
) სრულიად გაურვეველი იყო.

4.      მასწავლებელმა მიჩვენა გზა, როგორ   უნდა მემუშავა პროექტზე
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.

5.      ,, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ  გვერდით იყო,  როცა  პრობლემები  მექმნებოდა.
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.

6.      ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
) სრულიად ვეთანხმები;
) ვეთანხმები;
) ნაწილობრივ ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.
7.      განსაკუთრებით რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?  (ჩაწერე  მოკლედ)
შექება:  იდეა  საინტერესო  იყოაგრეთვე  მუშაობის  პროცესი  იყო  ძალიან  სახალისო.

კრიტიკა:  თავიდან  ყველა  მოსწავლეს  უნდოდა  ლიდერობა,  მეც  მათ  შორის.

დიდი მადლობა დახმარებისთვის!


No comments:

Post a Comment