Friday, March 8, 2013

,,ვეფხისტყაოსანი" და მისი ილუსტრაციები


პროექტ-გაკვეთილის  სახელწოდება:
,,ვეფხისტყაოსანი  და მისი  ილუსტრაციები
პროექტის  მთავარი  იდეა: იდეა  დაიბადა  უშუალოდ  გაკვეთილზე  პოემის  ნაწილებისა  და  ირაკლი  ოჩიაურის  ილუსტრაციების  გაანალიზებისას. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებს  მოეძიებინათ  სხვა  მხატვრების  ნამუშევრებიც  და  უფრო  სიღრმისეულად  შეესწავლათ,  თუ  როგორი  ინტერესით  ასურათებდნენ  მხატვრები  ,,ვეფხისტყაოსანს".
  • პოემის,  როგორც  ჩვენი  საგანძურის, შესწავლა და  გააზრება,  მისი  როლი  ქართული (არამარტო) კულტურის  განვითარებაში.
  • მოძიება  და  მოგროვება  ,,ვეფხისტყაოსნისყველა  ილუსტრაციისა, მათი გაანალიზება,  შედარება  ძველი  და  ახალი  ნამუშევრებისა,  კომენტირება.
პროექტის  აქტუალობა:
,,ვეფხისტყაოსანი  ჩვენი  ერის  კულტურის  უკვდავი  ძეგლია,  იგი  გვეხმარება  ჩვენი  ეროვნული   იდენტობის  განსაზღვრაში,  ამიტომ საჭიროა  მისი  სიღრმისეული შესწავლა და  კავშირის  განსაზღვრა  ხელოვნების   სხვა დარგებთან.
პროექტის  მიზნები:
  • მოსწავლეთა  დაინტერესება.
  • კვლევის  უნარის  განვითარება.
  • მასალის  მოძიების,  დახარისხების,  კვალიფიკაციის  განსაზღვრა.
  • მომზადებული  მასალებისა  და  პრეზენტაციების  ჩვენება  სასკოლო  საზოგადოებისთვის.



მიზნობრივი  ჯგუფი:  VIII  კლასი
შეფასების  საგანი  და  პროცედურები:
შეფასდებიან  შემდეგი  აქტივობების  მიხედვით: 
  დავალების  აქტუალობისა  და  მნიშვნელობის  გაცნობიერება,  ჩართულობა, მრავალფეროვანი  მასალის  მოძიება,  შესწავლა,  გაანალიზება, აქტიური  მონაწილეობა  საპრეზენტაციო  სამუშაოებში,  ენობრივი  ნორმების  დაცვა,  კრეატიულობა,  ჯგუფში  მუშაობის  უნარ-ჩვევების  გამოვლენა.
პროექტის  ხანგრძლივობა/ვადები:   3  კვირა.
მოსალოდნელი   შედეგი/პროდუქტი:
  • რეფერატები
  • ილუსტრაციების მიმოხილვა.
  • პრეზენტაციები (სლაიდ შოუ)
  • კლიპები
პროექტისთვის  საჭირო  რესურსები:
  • მერვე  კლასის  სახელმძღვანელო.
  • ,,ვეფხისტყაოსნის  სხვადასხვა ილუსტრირებული  გამოცემა.
  • ინტერნეტში   ჩართული  კომპიუტერი.
  • საპრეზენტაციო  პროგრამა (PowerPoint)
  • ბურუსი.ჯი
  • ვიკიპედია
  • გუგლის  ფოტოები
პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):

აქტ.1.  იდეის  გაცნობა.
აქტ.2. ორგანიზაციული  საკითხი:
  •  ჯგუფების  შექმნა,  შეიქმნა  ოთხი  ჯგუფი  ხუთ-ხუთი მოსწავლის  შემადგენლობით.
  • სამუშაოების  განაწილება.
  • კონკრეტული  დავალებებისა  განსაზღვრა  და  დროში  გაწერა.
აქტ.3. ჯგუფები  იწყებენ  მუშაობას:
  • იძიებენ  პოემის  ილუსტრატორების  შესახებ  მასალას.
  • ადარებენ  ძველ  და  ახალ  ილუსტრაციებს,  იკვლევენ  და  აანალიზებენ,  როგორ  იცვლებოდა  მხატვართა  დამოკიდებულება  და  წარმოსახვა  დროსთან  ერთად.
I ჯგუფი:
  • წერენ  რეფერატებს.
II ჯგუფი:
  • ამზადებენ  პრეზენტაციებს.
III  ჯგუფი:
  • ამზადებენ  სლაიდშოუს.
IV  ჯგუფი:
  • მუშაობენ  კლიპზე.
აქტ.4. პრეზენტაციების  წარდგენა  სასკოლო  საზოგადოებისთვის.

აქტ. 5. მომზადებული  მასალების  ბლოგზე  ატვირთვა

საგანთშორისი  კავშირი:
ისტ-. ლიტერატურა.
სარგებელი  სხვებისთვის:
გამოიყენებენ  მეშვიდე-მერვე  კლასის  მოსწავლეები  ყოველ  წელს  აღნიშნული  საკითხის  შესწავლისას,  ნახავენ  პრეზენტაციებს,  გაეცნობიან  ნამუშევრებს,  გაუჩნდებათ  სურვილი  თავადაც  შეისწავლონ  ,,ვეფხისტყაოსანთან"  დაკავშირებული  ილუსტრაციები  და  სხვა  საკითხები.

პოექტის  ხელმძღვანელი:  მანანა  ყოჩიაშვილი
mkochiashvili8.blogspot.com


შეფასების  კრიტერიუმები:

1.  პრობლემის  იდენტიფიცირება.
2. თეორიული  ცოდნის  პრაქტიკულ  საქმიანობაში  გამოყენება.
3.  ინფორმაციის  მოძიების  უნარი.
4.  კვლევის  დაგეგმვის  და  ჩატარების  უნარი.
5.  გამოსაკითხი  ჯგუფის,  ორგანიზაციის შერჩევა.
6.  მასალის  კლასიფიკაციისა  და  ინტერპრეტაციის  უნარი.
7.  ანალიზის  უნარი.
8.  პრობლემის  გადაჭრის  გზების  შეთავაზება.
9.  გადაწყვეტილებების  მიღება.
10. თვალსაჩინოებების  გამოყენება.




1 comment:

  1. Harrah's Casino in Ridgefield, OK - Mapyro
    Harrah's 안양 출장안마 Casino in Ridgefield, OK 인천광역 출장마사지 is a Wedding Venue in Ridgefield, titanium wire OK. 태백 출장샵 View reviews, photos and a 100% bonus on Hotel Booking. 동두천 출장샵 Rating: 3 · ‎1,083 reviews

    ReplyDelete